24 ოქტომბრიდან გალერეა ვანდა უმასპინძლებს რუსუდან მაისაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას “ჰიბრიდი”.
რუსუდან მაისაშვილი არის ახალგაზრდა თაობის მხატვართა ერთერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომელმაც თამამად შეაბიჯა ქართულ არტ სცენაზე და უკვე დამკვიდრდა, როგორც ძალზედ საინტერესო, თვითმყოფადი და მოაზროვნე ხელოვანი.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ერთი კონცეფციით არიან გაერთიანებული. რუსუდან მაისაშვილის თანამედროვე, ძალზედ მეტყველი და ორიგინალური მხატვრული ენა აღძრავს ღრმა ემოციებს და გვიბიძგებს დაფიქრებისკენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების სერია ეხება სხეულისა და ცნობიერების ურთიერთობას, სოციალურ და კულტურულ სტერეოტიპებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ინდივიდის ფორმირებაზე. სხეული არ არის მხოლოდ ფიზიკური ყოფიერების საზომი, არც პირადი ეროტიზმის ან ნატურალისტური ექსპოზიციის ობიექტი. ისინი წარმოადგენენ ღია კონფლიქტს, ძალაუფლებასა და დაუცველობას, მორჩილებასა და თავისუფლებას შორის.
გამოფენა გაიხსნება 24 ოქტომბერს, 18:00 საათზე და გაგრძელდება 10 ნოემბრამდე.
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა №14. თბილისი
ტელ: +995 32 2 934 286; +995 599 569 971
www.vandaart.gallery
____________________________
From October 24, Vanda Art Gallery will host the first solo exhibition by Rusudan Maisashvili, titled “Hybrid.”
Rusudan Maisashvili is one of the most remarkable representatives of the young generation of Georgian artists. She has confidently entered the local art scene and has already established herself as a highly original, thoughtful, and engaging creator.
The exhibition will feature her recent works, united under a single concept. Artist’s contemporary, expressive, and distinctive visual language evokes deep emotions and invites viewers to reflect.
The series presented in the exhibition explores the relationship between body and consciousness, as well as the social and cultural stereotypes that shape individual identity. The body, in her interpretation, is neither a mere measure of physical existence nor an object of personal eroticism or naturalistic exposure. It becomes a field of open conflict — between power and vulnerability, submission and freedom.
The exhibition opens on October 24, at 18:00 and will be on view until November 10.
Address: 14 Daniel Chonkadze street, Tbilisi, 0105
Tel: +995 32 2 934 286, +995 599 569 971
www.vandaart.gallery
Also check out other Arts events in Tbilisi, Exhibitions in Tbilisi.